Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“

ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

„ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია, რომ შედარებით მეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა ნაციონალებს, როგორიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. მათ სურთ, რომ მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. ამისათვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.

ეს რეალურად ერთადერთ რამეს ცვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება წარმოდგენილი 40-ის მაგივრად 45 ან 50 დეპუტატით. ეს არის ერთადერთი განსხვავება. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება და საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები