აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა, – ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth social-ში წერს.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ და მრავალი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოჰაიოს დიდი შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსია. იგი ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას საზღვაო ქვეითთა კორპუსში, დაამთავრა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ორ წელიწადში, Summa Cum Laude, და არის იელის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, სადაც იყო იელის სამართლის ჟურნალის რედაქტორი და იელის სამართლის ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტი. მისი წიგნი, „Hillbilly Elegy“ გახდა მთავარი ბესტსელერი და ფილმი, რადგან ის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის შრომისმოყვარე მამაკაცებსა და ქალებს. ჯეიმს დევიდ ვენსს ჰქონდა ძალიან წარმატებული ბიზნეს კარიერა ტექნოლოგიასა და ფინანსებში და ახლა, კამპანიის დროს, მტკიცედ იქნება ორიენტირებული იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ასე ბრწყინვალედ იბრძოდა, ამერიკელ მუშებსა და ფერმერებზე პენსილვანიაში, მიჩიგანში, ვისკონსინში, ოჰაიოში, მინესოტაში და სხვაგან“, – წერს ტრამპი, რომელიც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.