Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაზეც, მე შეხვედრაზეც მქონდა საუბარი. ასეთი გადაწყვეტილებები არ წაადგება ურთიერთობების გაჯანსაღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები