Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსმა გაიმარჯვა

GUARDIANGE – საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა, რისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა.

პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი „ახალი ფრონტი“ იკავებს 182 მანდატით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციაა 163 მანდატით, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ – 143 მანდატით, რომელიც 30 ივნისს გამართულ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ალიანსმა მოსალოდნელზე სამჯერ მეტი მანდატების რაოდენობა მიიღო, ჩვენ არ გვაქვს უმრავლესობა. ხვალ დილით ჩემი გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტს გადავცემ“, – განაცხადა ატალმა.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები