Friday, November 22, 2024
6.8 C
Tbilisi

ახალქალაქის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ლუსია ბოზოიან: სიამოვნებით დავუთმობდი დირექტორის თანამდებობას ღირსეულ კანდიდატს

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორის, მათემატიკის უფროსი მასწავლებლის, ლუსია ბოზოიანის განცხადებით, 2011 წელს, როდესაც დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთი წელი იმუშავებდა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირად, მაგრამ 12 წლის გასვლის შემდეგაც ისევ დირექტორის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ლუსია ბოზოიან

„გულწრფელად რომ გითხრათ, არც თავის დროზე მინდოდა დირექტორობა და არც ახლა მაქვს დიდი სურვილი აქ გაჩერების, რადგან, ჯერ ეს ერთი, ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანმა სრულყოფილად უნდა იცოდეს ქართული ენა. მეორეც, მისთვის მოწოდება უნდა იყოს მენეჯერული საქმიანობა. მე კი აქ მხოლოდ იმიტომ აღმოვჩნდი, რომ სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი და ჩემი წინამორბედის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ ავტომატურად გავხდი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ვფიქრობდი, რომ მაქსიმუმ 1 წელი ვიმუშავებდი ამ ადგილზე, მაგრამ აგერ უკვე 12 წელი გავიდა და ისევ აქ ვარ (იცინის)…

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ლუსია ბოზოიან

„ჩემი ნამდვილი მოწოდება პედაგოგობაა. ძალიან მიყვარს ეს საქმე, ბავშვები და გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ რუტინულ და კანცელარიულ საქმიანობას მოიცავს ხელმძღვანელი პირის სამსახური, მგონია, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ მოსწავლეებს. ძალიან დამღლელია ორგანიზატორული საქმიანობისა და სწავლების პროცესის შეთავსება. მოკლედ, თუ ვინმე გამოჩნდება ღირსეული კანდიდატი, სიამოვნებით დავუთმობდი ადგილს“, – თქვა ლუსია ბოზოიანმა GUARDIANGE-ისთან საუბრისას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ლუსია ბოზოიან (ხელმარცხნივ) და ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ფატი ლაკლაკიშვილი (ხელმარჯვნივ)მას სკოლის დირექტორის პოსტზე თავისი ფავორიტი კანდიდატიც ჰყავს – ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ფატი ლაკლაკიშვილი.

„რაღა დაგიმალოთ და ჩვენს სკოლაში ერთი ძალიან კარგი კადრი გვყავს, ახალგაზრდა ქალბატონი, ფატი ლაკლაკიშვილი, ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი და ჩემი სურვილია, რომ მომავალში ასეთი პიროვნება ჩაუდგეს სკოლას.

„სხვათაშორის, წელს, იანვარში, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაშიც მონაწილეობდა და 37 ქულა მიიღო. მოგეხსენებათ, გამსვლელი ქულა 48 იყო. ვფიქრობ, მომავალში შეძლებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მინდა, რომ სწორედ ასეთი ადამიანი გახდეს დირექტორი.

„უკვე 14 წელია რაც ჩვენს სკოლაში ასწავლის ქართულს, ოჯახიც აქ შექმნა, თავდაუზოგავად შრომობს, როგორც სკოლაში, ისე თავის ოჯახში – კარგ შვილებს უზრდის ქვეყანას. კარგად იცნობს როგორც სოფლის, ისე სკოლის გარემოს, პრობლემატიკას. ბვერ რამეში გვეხმარება, დაუზარელი და ენერგიულია. ასე რომ, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა, ჩემზე გაცილებით უკეთესი. მშობლიურ ქართულთან ერთად მშვენივრად იცის სომხური ენაც, სომეხი მეუღლე ჰყავს. ძალიან კარგი მასწავლებელია, დიდ პატივს სცემენ კოლეგები, მშობლები, თანასოფლელები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩინებულად გაართმევს თავს სკოლის მართვას“, – უთხრა GUARDIAN.GE-ის ლუსია ბოზოიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ფატი ლაკლაკიშვილი

შენიშვნა: დიდი სამსარის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით GUARDIAN.GE სტატიას ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მოამზადებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სამსარი

იგი წუხს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ დიდ სამსარში, რომელიც ზღვის დონიდან 2010 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და რომელიც ახალქალაქიდან 30 კილომეტრითაა დაცილებული, ბავშვებისთვის სკოლაში სათანადო ინფრასტრუქტურული პირობები არ არის შექმნილი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლა, ეზო და მიმდებარე ტერიტორია - სტატიაში გამოყენებული ფოტოები გადაღებულია 2023 წლის 16 მაისს
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლა, ეზო და მიმდებარე ტერიტორია – სტატიაში გამოყენებული ფოტოები გადაღებულია 2023 წლის 16 მაისს

„სკოლა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციტივა საქართველოში 800 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე განხორციელების პროცესშია, ჩვენს მაღალმთიან სოფლამდეც მოაღწევს. სკოლის სახსრებით ამხელა შენობისთვის კაპიტალური რემონტის ჩატარება ყოვლად წარმოუდგენელია. ეს მილიონობით ლარს საჭიროებს და მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით თუ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას.

 

სოფელი დიდი სამსარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სამსარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სამსარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სამსარი

„აქ უმკაცრესი ზამთარი იცის, ტემპერატურა ზოგჯერ -30 გრადუსამდეც კი ეცემა. დიდთოვლობისას ხშირად გზებიც იკეტება. ამჟამად შეშის ღუმელებით ვთბებით, ბრიკეტებს ვიყენებთ, რაც დიდი მოცულობის საკლასო ოთახებისთვის არასაკმარის სითბოს გამოყოფს. სოფელში გაზი არ არის, თუმცა ცენტრალური გათბობის სხვა ალტერნატიულ წყაროებზე მოწყობა შესაძლებელია. აუცილებელია, რომ სველი წერტილები შენობის შიგნით იყოს განთავსებული, რადგან მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის ზამთარში, დიდ თოვლსა და ყინვაში გარეთ გასვლა არასასურველია“, – აღნიშნა ლუსია ბოზოიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სამსარი

„უკვე 14 წელია რაც ჩვენს კოლაში ასწავლის ქართულს, ოჯახიც აქ შექმნა, თავდაუზოგავად შრომობს, როგორც სკოლაში, ისე თავის ოჯახში – კარგ შვილებს უზრდის ქვეყანას. კარგად იცნობს როგორც სოფლის, ისე სკოლის გარემოს, პრობლემატიკას. ბვერ რამეში გვეხმარება, დაუზარელი და ენერგიულია. ასე რომ, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა, ჩემზე გაცილებით უკეთესი. მშობლიურ ქართულთან ერთად მშვენივრად იცის სომხური ენაც, სომეხი მეუღლე ჰყავს. ძალიან კარგი მასწავლებელია, დიდ პატივს სცემენ კოლეგები, მშობლები, თანასოფლელები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩინებულად გაართმევს თავს სკოლის მართვას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ლუსია ბოზოიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის მიმდებარე ტერიტორია

მან წუხილი გამოთქვა, რომ ქართული ენის სწავლა საკმაოდ გვიან დაიწყო და აღნიშნა, რომ გაუჭირდა კიდეც სახელმწიფო ენის შესწავლა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის მიმდებარე ტერიტორია

„ქართული ენის საფუძვლინად შესწავლა მხოლოდ გასულ წელს დავიწყე და ამჟამად ა2 დონის მეორე საფეხურზე ვარ. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში ბ1 სერტიფიკატის მიღებასაც შევძლებ. ძირითადად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ ონლაინ ფორმატში ჩატარებული გაკვეთილებით ვისწავლე ენა, თუმცა დამოუკიდებლადაც ბევრს ვმუშაობ. განსაკუთრებით მიჭირს ზმნების წინადადებაში მართებულად გამოყენება. ქართული ზმნა მართლაც რთულია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის მიმდებარე ტერიტორია

„ზოგადად, ამ ასაკში ახალი ენის შესწავლა ადვილი არ არის, მაგრამ რახან საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორი ვარ, ვალდებულადაც მიმაჩნია თავი, ვიცოდე ქვეყნის სახელმწიფო ენა, უბრალოდ, სხვაგვარად სირცხვილიცაა. ჩემს სამშობლოდ საქართველოს მივიჩნევ. მთელი გულით მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ მოგვცა სომხურ ენაზე სწავლა-განათლების მიღების საშუალება, შეგვიქმნა მშვიდად ცხოვრებისა და განვითარების ყველანაირი პირობა და როგორ შეიძლება ეს არ დავაფასოთ“, – უთხრა GUARDIANGE-ის ლუსია ბოზოიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის მიმდებარე ტერიტორია

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ – ქალბატონ ლუსია ბოზოიანთან ინტერვიუ სომხურ ენაზე შედგა, თარჯიმნობა ფატი ლაკლაკიშვილმა გასწია

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის მიმდებარე ტერიტორია

 

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის მიმდებარე ტერიტორია

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები