Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს სისხლისსამართლებრივი დევნისაგან გარკვეული იმუნიტეტი იცავს

GUARDIANGE – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და სხვა ყოფილი პრეზიდენტები ნაწილობრივ იმუნიტეტს ფლობენ სისხლისსამართლებრივი დევნისგან, რაც „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა.

როგორც BBC იუწყება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდება, რომელიც ტრამპს 2020 წლის არჩევნების ჩაშლის მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებს, სრულად არ გაუქმებულა, თუმცა მის წინააღმდეგ არსებული საქმიდან საკვანძო ელემენტები მოიხსნა.

ექვსმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პრეზიდენტს აქვს იმუნიტეტი „ოფიციალური ქმედებებისთვის“, მაგრამ არ აქვს იმუნიტეტი „არაოფიციალური ქმედებებისთვის“ და საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციას დაუბრუნა, სადაც უნდა განისაზღვროს, თუ რა მიჯნავს პრეზიდენტის ოფიციალურ ქმედებებს არაოფიციალურისაგან.

აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს 3 ლიბერალი მოსამართლე გამოვიდა, რომლებიც მტკიცედ არ ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას და გამოხატავდნენ „შიშს ჩვენი დემოკრატიის გამო“. „პრეზიდენტი ახლა კანონზე მაღლა მდგომი მეფეა“, – დაწერა მოსამართლე სონია სოტომეიორმა.

 სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ): სონია სოტომეიორი, კლარენს თომასი, ჯონ რობერტსი, სამუელ ალიტო და ელენა კაგანი; დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ) ემი კონი ბარეტი, ნილ გორსუჩი, ბრეტ კავანო და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონიSitting (L-R): Sonia Sotomayor, Clarence Thomas, John Roberts, Samuel Alito and Elena Kagan; Standing (L-R) Amy Coney Barrett, Neil Gorsuch, Brett Kavanaugh and Ketanji Brown Jackson

ეს გადაწყვეტილება ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე წარსდგეს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სადაც იგი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს და მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება, თუკი ბაიდენმა ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. „დემოკრატიულ პარტიაში“ 81 წლის  ბაიდენის შეცვლის გეგმა განიხილება, რადგან მისი ასაკის გამო წუხილს გამოხატავენ.

ეს არის პირველი შემთხვევა აშშ-ის დაარსების შემდეგ, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტები შეიძლება დაცულნი იყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნისაგან.

როგორც მთავარმა მოსამართლემ ჯონ რობერტსმა აღნიშნა, ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე „Truth Social“-ზე დიდი ასოებით.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები