Wednesday, December 18, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძემ ამნისტიის წესით პატიმართა გათავისუფლებაზე განაცხადა: ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი, სასურველი იქნებოდა მინიმუმ 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება

უკვე არის შედგენილი, მომზადებული შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს აქტიურად და იუსტიციის სამინისტრო იყო პირველ რიგში ჩართული სამუშაო პროცესში.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება. თქვენი ჩართულობა იქნება ღირებული, თუ თქვენგანაც იქნება წარმოდგენილი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გათვალისწინებას. კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, რომ არ არის დღევანდელი მონაცემები ოპტიმალური, ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. ამისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც არის მომზადებული, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს. დაინიცირდება კანონპროექტი და იმედი გვაქვს თქვენი აქტიური ჩართულობის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩაერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები