Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება, უახლოეს მომავალში [დოლარის] რეზერვებიც შეივსება და არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ დამატებით მოვახერხებთ რეზერვების შევსებას

იყო გარკვეული დროის მონაკვეთი, როცა დაფიქსირდა ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება, თუმცა ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც ამ მიზნით დაიხარჯა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება.

„სხვათა შორის, ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება. რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც ამ მიზნით დაიხარჯა, დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება და არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ დამატებით მოვახერხებთ ჩვენი რეზერვების შევსებას. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები, ახლა იწყება მით უმეტეს ტურისტული სეზონი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი რეზერვები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები