Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება

რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ინტელექტუალური რესურსი ოპოზიციის მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს.

“გასული წლების განმავლობაში, ამ მოწვევას გავიხსენებ პირველ რიგში, ყოველ ჯერზე მათ წააგეს პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგ ჯერზეც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადა ჩემთან მათ ჰქონდათ უკვე 4-ჯერ იმის შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში, გაემართათ ჩემთან დებატები, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა უკვე, როდესაც სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის, მოხსენების განხილვა, აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა. აქედან ჩანს ორი რამ, პირველი ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და მეორე – რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“, მმართველ გუნდთან დებატებში შემოსვლას, თუმცა ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმეა საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა გასული 1 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები