Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ნინოწმინდაში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებულებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებულ სოფელ ჟდანოვაკანის სკოლის გუნდსა და ოლიმპიადაში – ამავე სპორტში, მეორე ადგილის მფლობელი სოფელ სპასოვკას გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ․

სპორტსმენებმა ჯერ მუნიციპალურ დონეზე გამართულ შეჯიბრებებში გაიმარჯვეს, შემდეგ რეგიონულ და აღმოსავლეთ საქართველოში, ახლა კი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

„მადლობას ვუხდი მწვრთნელებსა და მშობლებს, ვისაც ჩვენი შვილების საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვონ“, – განაცხადა მილოცვისა და მადლობის სიტყვაში საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა,

სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეჯიბრებები 24 – 25 ივნისს ქალაქ ანაკლიაში გაიმართა.

ჟდანოვაკანის ნაკრების მწვრთნელი ედგარ მნოიანია, შეჯიბრში კი, სპორტსმენები – სარგის თუმასიანი, ჰამლეტ არაქელიანი, დავით ანტანოსიანი, ნორაირ ანტანოსიანი, ნოდარ კირაკოსიანი მონაწილეობდნენ.

სპასოვკას გუნდში იყვნენ თათია ვანაძე, ნათია მგელაძე, მეგი მიქელაძე, ლინდა ლაბაძე, მარიან ვანაძე. მწვრთნელი ავთანდილ ვანაძეა.

გამარჯვებული გუნდი უახლოეს თვეებში ბაჰრეინში გაემგზავრება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები