Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 6 საკითხი დაამტკიცეს

დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, მოგვიანებით კი, საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.

დღის წესრიგის საკითხები იყო:

1.„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

2. მერიის მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ;

3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ;

4.„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ გოგაშენში მდებარე უძრავი ქონების/ამბულატორიის შენობა/, ფართობით 400.00კვ/მ, ს/კ 63.20.32.231, და ს. დიდ ხორენიაში მდებარე უძრავი ქონების/ამბულატორიის შენობა/, ფართობით 365.00კვ/მ, ს/კ 63.19.40.421,სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ;

6. ქ. ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩის სკვერში მდებარე „კაფე-ბარი“-ის და ქ. ახალქალაქი, პირუტყვის ბაზრის ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები