GUARDIANGE – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ამჟამად 700 000 ჯარისკაცი იბრძვის. „ჩვენ თითქმის 700 000 ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში“, – თქვა მან 14 ივნისს ჯარისკაცებთან შეხვედრისას, რომლებიც ლიდერის პოზიციისთვის გადიან წვრთნას.
პუტინის მიერ დასახელებული 700 000 ჯარისკაცი გაცილებით მეტია 6 თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით, როცა მან 2023 წლის დეკემბერში გამართული პრესკონფერენციის დროს უკრაინაში 617 000 ჯარისკაცის ყოფნაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, რუსეთის ჯარები ასევე განაგრძობენ წინსვლას აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში. „ჩვენ უბრალოდ იძულებულნი ვართ ფრონტის ხაზი უფრო შორს გადავიტანოთ ხარკოვის რეგიონში, რათა შევამციროთ ტერორისტული დარტყმები ბელგოროდსა და სხვა ადგილებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ქალაქებს, განსაკუთრებით კი, ხარკოვს, საზღვრის მახლობლად მდებარე სიდიდით მეორე ქალაქს, ბომბავს. თუმცა, ბოლო დროს უკრაინული თავდასხმები დასავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდზე, გაძლიერდა.
მოსკოვმა თავისი ახალი შეტევა ხარკოვის რეგიონის წინააღმდეგ მაისში დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, რუსეთმა საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით შეძლო წინსვლა.
„10-დან 15 ან 17 კილომეტრამდე“ სრულიად ვერ შეუშლის ხელს უკრაინელებს რუსული ქალაქების დაბომბვის გაგრძელებაში, მაგრამ საფრთხე თანდათან მცირდება, თქვა პუტინმა და დასძინა, რომ სიფრთხილეა საჭირო.
„მაგრამ თუ მტერი განაგრძობს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა, მაშინ ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქები და დასახლებული პუნქტები“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რითაც მიანიშნა, რომ შეტევა შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ