Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა დირექტორი სკოლისა და სოფლის ცხოვრების შესახებ

GUARDIANGE – ჰამბარცუმ მურადიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ერთ-ერთ პირველ ამოცანად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება დაისახა მიზნად. ჯერ წინა დირექტორის წამოწყებული პროექტები დაასრულა, ნაწილი სკოლის ბიუჯეტით, ნაწილი კი ახალქალაქის მერიის დაფინანსებით, შემდეგ უკვე თავად დასახა პრიორიტეტები და ზოგიერთი რამის გაკეთება მოასწრო, ზოგი რამ კი, ფინანსების არქონის გამო, სამომავლოდ გადადო.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში

„თავდაპირველ ეტაპზე, წინა დირექტორის პერიოდში დაგეგმილი და წამოწყებული პროექტების განხორციელება მომიწია. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, გარემონტდა დერეფანი, ჭერი, სკოლის შენობის შიდა სივრცეში გაკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა, სველი წერტილები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური მხარდაჭერისათვის.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დერეფანი

„სველი წერტილების შიდა სივრცეში მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ხანგრძლივი ზამთარი იცის, ზოგჯერ სასწავლო წლის დასრულებამდეც კი გვიწევს გათბობის გამოყენება. მაისში და ივნისში გარეთ შეიძლება სითბო და სიცხეც კი იყოს, მაგრამ ის ამ სქელ კედლებში ვერ აღწევს… აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სველი წერტილები შენობის შიგნით იყოს მოქცეული, რომ ზამთრის ცივ და სუსხიან ამინდებში გარეთ გასვლის საჭიროება არ გვქონდეს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან (ხელმარჯვნივ) და ყოფილი დირექტორი ლევონ დავთიან (ხელმარცხნივ)  

„ჩვენი სახსრებით საკლასო ოთახები გავარემონტეთ. გასულ წელს, შენობის გარე ფასადის მოწყობისა და ეზოს შემოღობვის გადაწყვეტილება მივიღეთ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ახალი ღობე და ახლადგარემონტებული შენობა

„აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა და მთლიანად სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ახალი ღობე და ახლადგარემონტებული შენობა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა

„ასევე, სულ ახლახან, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დავამონტაჟეთ, სრულად გამოიცვალა დეტექტორები, გარე პერიმეტრზე წყლის რეზერვუარი დაიდგა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წყლის რეზერვუარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში

„უპირველესად ეს ბავშვების და მასწავლებლების უსაფრთხოებისთვის კეთდება, რომ აქ მათ ბოლომდე დაცულად იგრძნონ თავი“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ჰამბარცუმ მურადიანმა ქართულ ენაზე (შენიშვნა: ჰამბარცუმ მურადიანთან ინტერვიუ ქართულ ენაზე შედგა)

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის შენობის შესასვლელთან

მას არაერთი გეგმა აქვს, მათ შორის ღია საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების მოწყობა, მაგრამ ფინანსების უქონლობა აღნიშნული პროექტების ამ ეტაპზე  განხორციელების საშუალებას არ აძლევს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები და პედაგოგები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში

„სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს, თუ ამის ფინანსური საშუალება იქნება, სააქტო დარბაზი გავაკეთოთ, რადგან სათანადო სივრცის უქონლობის გამო, ღონისძიებები ან საკლასო ოთახებში ტარდება, ან დერეფანში, რაც ცოტა უხერხულობას ქმნის, რადგან აღნიშნულ ღონისძიებებს პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც ესწრებიან და სასურველია ამისათვის ცალკე გვქონდეს მოწყობილი შესაბამისი სივრცე და გარემო, რადგან ვერ ეტევიან. ასევე, უნდა გავაკეთოთ სამედიცინო ოთახი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სპორტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში

„გვინდა ეზოში ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები მოვაწყოთ. სამწუხაროდ, სკოლის შენობის შიდა სივრცე დახურული სპორტული დარბაზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მოკლედ, არაერთი გეგმა გვაქვს. ბუნებრივია, ყველაფერ ამას მხოლოდ სკოლის ბიუჯეტით ვერ გავწვდებით და იმედი გვაქვს, განათლების სამინისტრო აღმოგვიჩენს გარკვეულ დახმარებას, რათა სკოლამ შეძლოს ავტორიზაციისთვის აუცილებელი პირობების სრულად დაკმაყოფილება“, – განაცხადა დირექტორმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სპორტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში 

ჰამბარცუმ მურადიანი სინანულით აღნიშნავს, რომ სკოლაში, სადაც ჯერ კიდევ მისი მოსწავლეობის პერიოდში 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, დღეს მხოლოდ 36 მოსწავლე ირიცხება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის შენობის შესასვლელთან

„2005 წელს, როდესაც ჩვენი სკოლის 9 კლასი დავამთავრე, აქ ჯერ კიდევ 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, უფრო ადრე, კომუნისტურ წლებში გაცილებით მეტი, თითო კლასში 30-მდე მოსწავლეც კი ირიცხებოდა. წელს 2 მოსწავლე ამთავრებს მე-9 კლასს და პირველ კლასში 6 მოზარდია დარეგისტრირებული. სხვათაშორის, პირველკლასელთა ასეთი რაოდენობა ბოლო 10 წელია არ გვყოლია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელში, საერთოდ არ გვეყოლება პირველკლასელები“, – განაცხადა ჰამბარცუმ მურადიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში

დირექტორი მასწავლებელთა კვალიფიკაციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ პედაგოგების სტატუსების მიხედვით დაყოფას არაქართულენოვან სკოლებში, რომელიც გარკვეული სპეციფიკით გამოირჩევა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ახლდეს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„ჩვენს სკოლაში ამჟამად 15 პედაგოგია, მათგან 10 უფროსია, დანარჩენი პრაქტიკოსი. ისინი გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან, ზოგს ჩაბარებული აქვს და ტრენინგებს ელოდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლების დაყოფა სტატუსების მიხედვით კარგი რამეცაა და ცუდიც, მე არაქართულენოვანი სკოლის თავისებურებებიდან გამომდინარე გეუბნებით ამას, რადგან, მაგალითად, გვყავს დაწყებითების მასწავლებლები, რომლებიც მაღალი დონის პროფესიონალები არიან, ჩემი ბავშვობის პერიოდიდან და უფრო ადრიდანაც ასწავლიან, მაგრამ ქართული ენის არცოდნის გამო დაჩაგრულები არიან, მათ ქართულ ენაზე აქვთ გამოცდები ჩასაბარებელი და სწორედ ეს წარმოადგენს სირთულეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული არ იციან, ვერ იმაღლებენ კვალიფიკაციას, არადა თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტები არიან“, – თქვა ჰამბარცუმ მურადიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები

როგორც მან აღნიშნა, ახლანდელი თაობისთვის გაცილებით ადვილია სახელმწიფო ენის შესწავლა, რადგან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები ყოველდღიურად ტარდება, მრავალფეროვანი გახდა სახელმძღვანელოები და განვითარდა ტექნოლოგიები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში

„ჩემი ამბავი რომ გითხრათ, სასაუბრო ენა მე არა უნივერსიტეტში, არამედ უნივერსიტეტის მერე ვისწავლე, 6 თვე ვმუშაობდი IT სპეციალისტად და იქ უფრო ვისწავლე, ვიდრე ლექციებზე. სულ ქართული გარემო იყო. სხვათაშორის, კარგ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, გეხმარებოდნენ სულ, მაგრამ გავიმეორებ, რომ ახლანდელი თაობა უკეთ მცოდნეა ქართულის. და ეს ასეც უნდა იყოს, ამას განაპირობებს ისიც, რომ სახელმძღვანელოები გამოიცვალა. ჩვენს დროს მხოლოდ ტექსტებს ვსწავლობდით. ახლა ძალიან მრავალფეროვანი რესურსებია და გინდა თუ არა, მაინც ისწავლი რაღაცას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში

„გარდა ამისა, განვითარდა ტექნოლოგიები, ინტერნეტის მეშვეობით ბევრი რამის მოძიებაა შესაძლებელი, თან მეტი სტიმული გაჩნდა – უფრო საჭირო გახდა ქართული, რადგან სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე წარმატებას ვერ აღწევ, უბრალოდ, სამსახურს ვერ დაიწყებ. ეს უკვე გაცნობიერებული აქვს ამ ახალ თაობას და ამის შედეგია ის, რომ ბევრი ახალგაზრდა განაგრძობს სწავლას საქართველოში – ძირითადად თბილისში და ახალციხეში“, – განაცხადა ჰამბარცუმ მურადიანმა.

აღნიშნულ თემაზე GUARDIANGE-ისთან კომენტარი ღადოლარის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ლიანნა მარტიროსიანმაც გააკეთა:

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან

„თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე ქართული და სომხური ფილოლოგიის განხრით, ორვე ენის – ქართულის და სომხურის უფროსი მასწავლებელი ვარ და ახლა ვაპირებ მესამე საგანშიც ავიმაღლო კვალიფიკაცია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან

„30 წელია ამ სოფელში ვასწავლი ქართულ ენას და გულწრფელად გეტყვით, რომ ამ სწავლების პროცესში გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე ინსტიტუტში. ვცდილობ არა მარტო სახელმძღვანელოებით, არამედ ინტერნეტის მეშვეობითაც, ვიდეო მასალებით გავამდიდრო საგაკვეთილო პროცესი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან

„მაგრამ ერთი პრობლემა რეალურად არსებობს. რაც არ უნდა ბოლომდე დაიხარჯო გაკვეთილზე, იმ შედეგს მაინც ვერ დადებ, რაც გსურს, რადგან ამ და ირგვლივ მდებარე სოფლებში სულ სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ბავშვებს მათ მიერ ნასწავლი ქართულის გამოყენების საშუალება არ აქვთ და შესაბამისად, ძნელად ხდება მათი საუბრის დონეზე წინსვლა. კითხვაში, წერაში და წაკითხულის გააზრებაში, ტექსტების მოყოლაში გაცილებით წინ არიან, ვიდრე საუბარში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან

„რა ვქნათ, ვერ გავექცევით ამას, ესაა მოცემული მდგომარეობა, მაგრამ მაინც ვცდილობ მეტის მიღწევას, ამიტომ სახლის პირობებშიც ვაძლევ კლასგარეშე დავალებებს, ინტერნეტში ხელმისაწვდომია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის შესაბამისი ვიდეო რესურსები და ამით ვინაზღაურებთ იმ დანაკლისს, რაც გარემო პირობებით არის შექმნილი“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ლიანნა მარტიროსიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან

ჰამბარცუმ მურადიანის შეფასებით, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ქართულენოვან გარემოსთან ინტეგრაციის პროცესი ახლა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მისი სტუდენტობის პერიოდში იყო.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

„ადრე, 2008-2012 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დადიოდნენ ბავშვები ორი-სამი თვით, ქართულ სკოლაში სწავლობდნენ, ქართულ ოჯახებში ცხოვრობდნენ და ბუნებრივია, უფრო ადვილად ითვისებდნენ ენას. ახლანდელ დროში ეს ალბათ ისეთ როლს ვერ ითამაშებს, როგორც ადრე, რადგან დღეს უფრო მეტი ინტეგრაციის მომსწრე ვართ. მაგალითად, დასასვენებლად, სავაჭროდ მიდიან ჩვენი სოფლის მცხოვრებლები, ან აქ ჩამოდიან ქართველები, და ეს ურთიერთობა უფრო მეტად ვითარდება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა იცოდე ამ ქვეყნის ენა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ლევონ დავთიან (ხელმარცხნივ) და ბავშვები სკოლის შენობის შესასვლელთან

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლანდელი თაობა ქართულის უფრო კარგად მცოდნეა და უფრო ადვილად ინტეგრირდება ქართულ გარემოსთან. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიწვალეთ. გარემო, სადაც ვცხოვრობთ, სომხურენოვანია, რამდენიც გინდა წაიკითხე წიგნი, მხოლოდ ამით ქართულის კარგად შესწავლა და ქართულ სივრცეში ინტეგრირება არ გამოდის, თუმცა ახლანდელი თაობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკეთ ახერხებს ამას, ვიდრე ჩვენი და წინა თაობა ახერხებდა“, – აღნიშნა ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

იგი წუხს, რომ სოფლიდან და ზოგადად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობამ ბოლო წლებში სულ უფრო იმატა, რაც სკოლის ცხოვრებაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს.  პირველ რიგში, ეს მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების საწინდარია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

„როგორც უკვე გითხარით, ბოლო 15 წელიწადში, 100-ზე მეტი მოსწავლიდან 36-ამდე ჩამოვედით, მომავალ სასწავლო წელს, პირველკლასელების მატების ხარჯზე 40-მდე ავალთ. მოსწავლეთა შემცირებას ძირითადად მიგრაცია განაპირობებს. უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან ან ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ან საზღვარგარეთ მიდიან – რუსეთში, სომხეთში, ევროპის ქვეყნებში…

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

„ერთადერთი რაც აქ მუშაობს, ეს სკოლაა და ერთი მაღაზია. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მისი არსებობის საკითხი დადგეს. თუ ასე წავა შემცირების ტენდენცია და აღარ გვეყოლება ან ძალიან მცირე გვეყოლება ბავშვები, არ არის გამორიცხული, ასეთი სოფლების სკოლებმა არსებობა შეწყვიტონ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

„აგერ, შეხედეთ გარშემო ამ სახლებს,  5-დან 4 დაკეტილია, ზაფხულში ჩამოდიან მხოლოდ, ზოგჯერ საერთოდაც არავინაა მომკითხავი. არადა, სოფელი დიდია ტერიტორიულად, მაგრამ ხალხი წასულია“, – სინანულით აღნიშნა ჰამბარცუმ მურადიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

მისი თქმით, მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის იმედად ყოფნა სოფლად ძნელია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ახალქალაქის სოფლებში მოწეულ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე, კარტოფილზე ფასი საკმაოდ დაბალია და მისი მოვლა-მოყვანის თვითღირებულებას მაქსიმუმ 20 თეთრით თუ აღემატება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

„აქ, მოგეხსენებათ, ძირითადად კარტოფილი მოგვყავს და ასევე, მესაქონლეობას ვეწევით, მაგრამ არც კარტოფილს და არც რძის პროდუქტებს არ აქვს ისეთი ფასი, რომ მხოლოდ ამით ირჩინო თავი. თან გასაღების პრობლემაც გვაქვს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოწეული კარტოფილი საერთოდ ვერ გაყიდო. ამასთან, როცა არ იცის ადამინმა მომავალ წელს რა ეღირება მისი პროდუქცია, 30 თეთრი თუ 1 ლარი და 30 თეთრი, ძნელია რისკებზე წასვლა. გარანტირებულად რომ იცოდე, რომ შენს მოწეულ მოსავალს გაყიდი, კიდევ იზამ რაღაცას. გარდა ამისა, შესაძლოა სეტყვამ მთლიანად დაგიზიანოს მოსავალი. მსხვილ ფერმერებს დაზღვევა აქვთ, მაგრამ გლეხებს ამის საშუალება არ გააჩნიათ, რომ დაზღვევის ფული იხადონ. ასე რომ, ღმერთისა და ბუნების ანაბარა ვართ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: კარტოფილის კულტივაციის პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკვში

„კარტოფილის ადგილზე ჩაბარების ფასი გასულ წელს 60-70-80 თეთრი იყო, აი, 1 ლარამდე რომ იყოს ფასი, მაშინ მართლა იხეირებდა კაცი. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ორმაგი მოგება დაგრჩეს. მაქსიმუმ 20 თეთრი დაგრჩეს მოგება 1 კილოგრამზე. თუ ოჯახში 4-5 მუშახელია, თავად ართმევს სამუშაო პროცესს თავს, მაგრამ თუ უნდა იქირავო მუშახელი მაშინ ხარჯები კიდევ უფრო მეტად იზრდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სოფელ ბარალეთში მცხოვრები ცოლაკ ბურუჯანიანი შვილიშვილთან, თავის მოსახელე ცოლაკ ბურუჯანიანთან ერთად კარტოფილის ყანაში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკვში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: პატარა ცოლაკ ბურუჯანიანი კარტოფილის ყანაში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკვში

„ახლა ყველს 6-7 ლარად იბარებენ, რძეს 1 ლარად, არადა ქალაქში 2-ჯერ მეტი ღირს ყველი, რძე კი 3-ჯერ მეტიც. მესმის, რომ ტრანსპორტირება ხარჯებს უზრდის მეწარმეს, მაგრამ მაინც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ადეკვატური ფასი, რადგან დიდი შრომა სჭირდება კარტოფილის მოყვანას თუ მესაქონლეობას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: პირუტყვი საძოვარზე – ალპურ ზონაში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

„თან ისიც ხომ უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, რომ აქაური რძე მაღალი ხარისხისაა, სოფელი ზღვის დონიდან 1 800 მეტრ სიმაღლეზეა, გარშემო მთები კი, სადაც საქონელი საძოვრებზე გაგვყავს, ბუნებრივია, კიდევ უფრო მაღალზეა და ფაქტობრივად, ალპურ ზონაში ვეწევით მესაქონლეობას – ალპური ზონის ყველი კი წესით, ჩვეულებრივზე უფრო ძვირად უნდა იყიდებოდეს. თან ყველს დიდ ხანს ვერ შეინახავ, მით უფრო რძე ხომ უფრო მალფუჭებადია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი

კარტოფილთან შედარებით, ხორცის წარმოება მომგებიანია, რადგან ის მოთხოვნადია, და გაყიდი, განსხვავებით კარტოფილისგან, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერც კი გაყიდო. ხორცის ფასი სოფელში საშუალოდ 18-19 ლარია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

„მოკლედ, ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამუშაო ადგილები არ არის, არც ქარხანაა და მხოლოდ წვრილ სამშენებლო სამუშაოებზე თუ ხდება აქაურების დასაქმება, იმის შესახებ კი უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენი ხალხი მაინც ძირითადად კარტოფილის მოყვანით და მესაქონლეობით არის დაკავებული, მაგრამ მთავარია ადამიანების შრომა დაფასდეს და მათი მოწეული მოსავლის ფასს უნდა ჰქონდეს სათანადო ფასი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

„ამ საკითხებს ამდენ დროს იმიტომ ვუთმობ, რომ სკოლა და სოფელი განუყოფელია. ჩვენი სკოლის ბავშვების წყარო სოფელი და ეს ჩვენი მოსახლეობაა და თუკი აქ არავინ გაჩერდება და დაკეტილ სახლებს ისევ მიემატება სხვა დაკეტილი ეზო-კარი, მაშინ ბუნებრივია, ვერც სკოლის საქმე წავა კარგად“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ჰამბარცუმ მურადიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

როგორც მან აღნიშნა, მისთვის დირექტორის პოსტი მხოლოდ სკოლისთვის სასიკეთო საქმეების კეთების საშუალებაა, რომ აქ მომავალშიც აღიზარდონ კარგი ადამიანები.

„ამ მხრივ ამ სკოლას სახელოვანი ტრადიცია აქვს. ჩვენი კურსდამთავრებულები ახლა ძირითადად თბილისში, ახალციხეში ან ერევანში მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად და წარმატებით ასრულებენ უნივერსიტეტებს და უსამსახუროდაც არ რჩებიან. მე, შეიძლება ითქვას, იმ პირველი ტალღის ნაწილი ვიყავი ახალქალაქიდან და განსაკუთრებით კი ამ სოფლიდან, რომელმაც თბილისისკენ აიღო გეზი და იქ გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

„მაშინ, 2007-2008 წლებში, სამწუხაროდ, „4+1 პროგრამა“ არ არსებობდა და გარდა ამისა, სკოლაში ქართული ენის სწავლებაც საკმაოდ დაბალ დონეზე იყო, პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდი ქართულად და ასე შევუდექი თბილისში, ჩემთვის სრულიად უცხო, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზ ქალაქში ცხოვრებას, სადაც მანამდე საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი. ილიას უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე მოსახვედრად ჩვეულებრივ ჩავაბარე 4 საგანი. მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს, გამოცდების ჩაბარებიდან მალევე დიდი უბედურება მოხდა ჩვენს ქვეყანაში, 8 აგვისტოს რუსეთმა ომი დაიწყო და როცა უკან ვბრუნდებოდი თბილისში, გორის გზაზე და ხიდზე ძალიან ცუდი სურათი დამხვდა – დანგრეული ხიდი, შენობები და ამის ნახვამ მეტისმეტად ცუდად იმოქმედა ჩემზე. მაშინ ყველაზე ნათლად დავინახე ომის მიერ გამოწვეული საშინელება და ყველაზე მეტად მივხვდი მშვიდობის ფასს. სერიოზულად ვფიქრობდი, რა გზას უნდა დავდგომოდი, საერთოდ გამეგრძელებინა თუ არა სწავლა თბილისში…  მაგრამ, საბედნიეროდ, მდგომარეობა დალაგდა და ჩემი სტუდენტობის წლებიც არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა ცხოვრებაში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

„არაერთი ქართველი მეგობარი შევიძინე, მათგან დიდი დახმარება ვიგრძენი. როცა ქართულად ვერ ვსაუბრობდი ან შეცდომებს ვუშვებდი, ისინი ამას არ იმჩნევდნენ და გვერდში მედგნენ. როგორია ქალაქში ცხოვრება, როცა არც ენა იცი და არც თავად ქალაქი, – არ იცი, სად, რომელი ნომერი ავტობუსი დადის, როცა მეტროზე წარმოდგენა არ გაქვს. ენის არცოდნის გამო ნაბიჯს ვერ დგამ თამამად… მაგრამ, შრომით და მოთმინებით, პირველი დაბნეულობის და სირთულეების პერიოდი უკან მოტოვებული დარჩა და უნივერსიტეტი დავამთავრე, 2011 წელს, სპეციალობით – იყო მაშინ ასეთი სპეციალობა – ინფორმატიკა საბანკო სისტემებისათვის – შემდეგ 6 თვე, როგორც გითხარით, თბილისში ვიმუშავე, მაგრამ სამწუხაროდ, შტატების შემცირებაში მოვყევი და ჩემს მშობლიურ სოფელს დავუბრუნდი. აქ კი, ინფორმატიკის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, 2020 წელს დირექტორის მოვალეობის შესრულებას შევუდექი და ასე გრძელდება უკვე ჩემი სკოლაში ყოფნის 12 წელი… სკოლის მიღმა, სოფლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან, ვეწევი ყველა იმ საოჯახო საქმეს, რასაც სხვა აქაური მცხოვრებლები ეწევიან… აქ ყოველთვის ვიღაცას სჭირდები, ან თავად  გჭირდება ვინმე და მსიამოვნებს თუკი რამეში ვეხმარები სხვებს.

„მთავარია, მშვიდობა იყოს ყველგან და ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენს გავუძლებთ ყველაფერს“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ჰამბარცუმ მურადიანმა.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ჰამბარცუმ მურადიანის შესახებ

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან

დაიბადა 1989 წლის 3 ოქტომბერს, სკოლის დასრულების შემდეგ, 2008 წელს, გამოცდები ილიას უნივერსიტეტში ჩააბარა და 2011 წელს ინფორმატიკის ფაკულტეტის (ინფორმატიკა – საბანკო სექტორისთვის) დამთავრებისთანავე მუშაობა თბილისში დაიწყო, 6 თვის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და 2012 წელს ღადოლარის საჯარო სკოლაში ჯერ ინფორმატიკის მასწავლებლად და საქმის მწარმოებლად დაიწყო მუშაობა, 2020 წლის დეკემბერში კი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს.

GUARDIANGE-ის სტატიის სრული ფოტომასალა იხილეთ დაბლა. 

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარის ტყე

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ღადოლარი – მის ერთ-ერთ მკვიდრს სახლში ხორცი მიაქვს და ჩვენც გვეპატიჟება ხაშლამაზე
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ახალი ღობე და ახლადგარემონტებული შენობა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ახალი ღობე
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ახალი ჭიშკარი და ახლადგარემონტებული შენობა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზო და ახლადგარემონტებული შენობა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ახლალი ჭიშკარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზო და ახლადგარემონტებული შენობა წინა მხრიდან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი და დამლაგებელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი და დამლაგებელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ლიანნა მარტიროსიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სომხური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-3 კლასში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ინფორმატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-8 კლასში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-8 კლასში – ბავშვები საკლასო ოთახის ფართობს ზომავენ

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-8 კლასში – ბავშვები საკლასო ოთახის ფართობს ანგარიშობენ

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მე-7 კლასში – მასწავლებელი სვეტლანა გრიგორიან

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბილინგვური გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დაწყებით კლასში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბილინგვური გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დაწყებით კლასში, მასწავლებელი ანაიადა ჩერნოვა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები შენობის შესასვლელთან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ლევონ დავთიან (ხელმარცხნივ) და ბავშვები სკოლის შენობის შესასვლელთან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები შენობის შესასვლელთან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები შენობის შესასვლელთან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან (ხელმარცხნივ) და ყოფილი დირექტორი ლევონ დავთიან (ხელმარჯვნივ)
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ლევონ დავთიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამბარცუმ მურადიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სპორტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სპორტის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები და პედაგოგები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები და პედაგოგები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები და პედაგოგები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: პედაგოგები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები და პედაგოგები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბავშვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის ეზოში

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები