Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოს საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი იგება

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველი მოადგილე-მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 914 599 ლარი. პროექტი გარდამავალია და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები