Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ სლოვაკეთის პრემიერის, ფიცოს ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს

ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ფაქტით რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

„ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები,“- განაცხადა პრემიერმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში 15 მაისს დაჭრეს. შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 190 კილომეტრით დაცილებულ ქალაქ ჰანდლოვაში, მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ მოხდა.

ამჟამად ფიცო საავადმყოფოდან გაწერილია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები