Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ხატია დეკანოიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ოჯახების წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ოჯახების წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების  შესახებ.

„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახების წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ზუსტად ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, – თქვა დეკანოიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ სანქციები მათაც დაეკისრებათ, ვინც ძალადობას აორგანიზებს და მასში მონაწილეობს.

24 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ყველა მიმართულება ძირეულად გადაიხედება და ამოქმედდება სავიზო შეზღუდვები.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის ოფიციალური განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები