ილჰამ ალიევი: ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა

ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კესტუტის ბუდრისთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შეიქმნა შესაძლებლობები მესამე ქვეყნებიდან სომხეთის მიმართულებით და სომხეთიდან მესამე ქვეყნების მიმართულებით ტვირთების ტრანზიტისთვის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან სომხეთში 100 000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები