მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მძიმე დამწრობა მიიღო, გარდაიცვალა.
31 წლის მამაკაცი კლინიკაში აფეთქების დღეს, 19 ნოემბერს 87-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ნანგრევებში მოყოლილი ექვსი ადამიანი, მამაკაცი კი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

