საქართველოს საპატრიარქო: მწუხარებით ვიუწყებით, რომ ღვთივგანისვენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)

საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო.

საპატრიარქო სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდს, ეპარქიის სასულიერო პირებსა და ოჯახს.

„მწუხარებით ვიუწყებით, რომ ამა წლის 25 ნოემბერს ღვთივგანისვენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).

სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“, – წერს საპატრიარქო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები