„გამოვიდა ყველაზე უვარგისი მერი და დედაქალაქში კოლაფსის ბრალი თურმე სასწაული ეკონომიკური ზრდა და მანქანების რაოდენობის მომატება არისო.
არადა რა ურცხვად იტყუება და ნერვი არ უტოკავს ამ გაუმაძღარ ადამიანს, როცა ვიცით რომ :
ყველა ურბანული დაგეგმარების სტანდარტი შეგნებულად დაარღვევინა კალაძემ თბილისში კიდევ უფრო გაუმაძღარ და მასთან შეკრულ დეველოპერებს.
არ არსებობს ქალაქის გენგეგმა. ნებისმიერ დეველოპერი გარკვეული „კავშირებით“ შეუძლია კოეფიციენტის შეცვლა და იქ სადაც მაქსიმუმ 7 სართულიანი შენობა უნდა აშენდეს იქ 20-და 30 სართულიან მეგამონსტრებს დგამენ.
შეხედეთ რას დაამსგავსეს დიდუბე, საბურთალო, დიდი დიღომი, გლდანი… ყველგან ტრადიციული უბნის ფონზე მახინჯურად წამოჭიმული უზარმაზარი უსახური კვადრატული მონსტრები.
იქ, სადაც ინფრასტრუქტურა მაქსიმუმ 50-ბინიან კორპუსზეა გათვლილი, ანუ 50 ავტომანქანაზე, იქ 300 ბინიან ცათამბჯენს არჭობენ და თან არაერთს.
ასე გამოჭედეს ყველა უბანი და შექმნეს კოლაპსი ყველგან. შედეგად ასტრონომიულად გაიზარდა მანქანების რაოდენობა, რასაც ვერ ატარებს ვერ ერთი საგზაო არტერია და ვერც მომავალში გაატარებს.
ასევე გაიჭედა სანიაღვრე და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამხელა მაქსიმუმზე რამდენჯერმე გაზრდილ დატვირთვას ვეღარ უძლებს.
ოღონდ ეს ვითომ მერი და მისი ბანდა არ კმაყოფილდება, ისევ იმ შარმანკას უკრავს. ჩვენ რა შუაში ვართო… მანქანების რაოდენობა გაიზარდაო… გეგონება მე ვიძლევი უკანონოდ და ყველა ურბანული წესისა და სტანდარტის დარღვევით ათასობით კორპუსის მშენებლობის ნებართვას.
კიდევაც უნდა გავაგრძელოთო… აგერ ვაკეში იგეგმება 40-სართულიანი მონსტრების მშენებლობა (ახლა ხო ისედაც დალხენილები არიან ვაკელები), აგერ დიდუბეში გამოფენის რეკრეაციულ ზონას აუქმებენ და იქაც კომპასი იქნება მეგა მონსტრი კორპუსების მშენებლობის შედეგად.. გმირთა მოედანზე, იქ სადაც სულ კოლაპსია, იქაც უნდა ჩაიდგას მეგა კორპუსები. იპოდრომზეც. სადაც კი რამე მწვანე ზოლი დარჩა თბილისში, აუცილებლად უნდა ჩაკლას, ჩააბეტონოს კალაძემ.
რკინიგზას რომ აიღებენ, იქაც ათობით მეგაკორპუსი უნდა ჩაიდგას.
თუმცა რა არის აქ გასაკვირი თუ ქვეყნის რეკრეაციულ ზონებს თავად ოცნება არაბებს ურიგებს მინი ქალაქების ასაშენებლად, კალაძისგან რატომ უნდა მიკვირდეს თბილისის განადგურება.
ანდა რეგიონები რომ მისცა ოცნებამ ადგილობრივ ფეოდალებს საჯიჯგნად მორჩილების სანაცვლოდ. მომსპარია რეგიონებში როგორც ეკონომიკა ისე სოციალური და რაიმე პერსპექტივა. ხალხი იქიდან ან თბილისში მოდის ან ემიგრაციაში. დაცლილია რაიონები და სოფლები ….გამზადებულია მტრისთვის …მოდი და აიღე წინააღმდეგობის გამწევი და ახალგაზრდა მაინც არავინაა დარჩენილი. დიახ ეს ქნა ოცნებამ.
ხოდა, სანამ აი ამ ღია დაუფარავ ძარცვა-გაუმაძღრობას ასე მშვიდად უყურებს ერი და წყნარად მოუსმენს კალაძის მორიგ სიბრიყვეს კენტ და ლუწ რიცხვებში ავტომანქანებით სიარულზე, როცა ამავე დროს საჯარო ტრანსპორტი ისედაც გადატვირთულია და საიდან აიტანს მანქანებიდან გადმომჯდარ 500 ათასს დამატებით მგზავრს, მანამდე კალაძეს და ვითომ მერიას არხეინად შეუძლია გააგრძელოს დედაქალაქის განადგურება“, – წერს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში.

