ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი დილისკის №1 საჯარო სკოლის პედაგოგს, იამზე მსხვილიძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვებას ულოცავს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, გულითადად ულოცავს, დილისკის №1 საჯარო სკოლის პედაგოგს, იამზე მსხვილიძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვებას.

„ეს მნიშვნელოვანი წარმატება არა მხოლოდ ქალბატონი იამზეს პროფესიული კომპეტენციისა და დაუღალავი შრომის აღიარებაა, არამედ ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს თვალსაჩინო მიღწევაც. იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ადგილობრივი პედაგოგების პროფესიონალიზმს, მაღალ პასუხისმგებლობასა და განათლების წინსვლის სფეროში შეტანილ ფასდაუდებელ წვლილს.

ვულოცავთ ქალბატონ იამზეს ამ ღირსეულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ წინსვლას, ახალ წარმატებებსა და მრავალ მნიშვნელოვან გამარჯვებას მომავალი თაობების განათლებისა და განვითარების სამსახურში“, – აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი.

GUARDIANGE-ის მიერ 2023 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია – ახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე: სკოლა „სახლში მიმყვება“ და უფლება არ მაქვს ის კარის ზღურბლთან დავტოვო – იხილეთ ბმულზე.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები