მიხეილ სააკაშვილი: ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების

„ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო.

ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს 2-ჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში, მათ შორის ერთხელ ტელეკამერით და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო. 2-ჯერ ამავე თემაზე ივანიშვილმა ბაჩოს შეუგზავნა ჩუბინიძე და ორივე, ღარიბაშვილიც და ჩუბინიძეც ერთმანეთს ასწრებდნენ აქტიურობაში.

ეს რა თქმა უნდა გამორჩა საზოგადოებას, სამაგიეროდ ტირაჟირებენ „წერილით ნაწამები“ ღარიბაშვილის გოდებას, რამაც დამაფიქრა იმაზე, რომ ქოცები არიან ბუნებით ისტერიული ინტრიგანები. თვითონ რეებს ჩადიოდა, თუნდაც ფარცხალაძის მიერ მერაბიშვილის გაყვანა რად ღირს და ამასობაში, ყველა მცირე დეტალიც კი დიდ უსამართლობად წარმოგვიდგინა.

ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია ამ სისულელეს არავინ აიტაცებს“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები