გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა.

გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.

იუსტიციის მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

მანამდე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეჩერებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები