შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე (სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ) განვითარებული მეწყრული პროცესების პრევენციისთვის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილაბა ამ მონაკვეთზე საავტომობილო გზის ერთ ზოლზე ხორციელდება.
არსებული პრობელემების მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხიმინჯოვანი ქვედა საყრდენი კედელი და აღდგება დაზიანებული გზის საფარი, რაც უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

