მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი: დღევანდელ განათლების სისტემაში ბევრი რამაა შესაცვლელი

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი 52 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ამასთან იგი 50 წლის განმავლობაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

როგორც ბატონმა ზახიდ მადატოვმა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ისთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ განათლების სისტემაში ბევრი რამაა შესაცვლელი და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, დისციპლინისა და პედაგოგის უფლებების დაცვაა.

GUARDIANGE გთავაზობთ ინტერვიუს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 რუსულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ზახიდ მადატოვთან.

GUARDIANGE – ბატონო ზახიდ, 50 წლის წინადელი პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში, მსოფლიოში და განათლების სისტემაში. როგორი იყო 1970-იანი წლების საბჭოთა სკოლა, როცა თქვენ შეუდექით მუშაობას, როგორი გახდა ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა საქართველოში და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, როცა თვეების და ხშირად წლების განმავლობაშიც კი ვერ იღებდით ხელფასს, გაუფასურებულ კუპონებს, თუმცა გმირი პედაგოგეგები განაგრძობდნენ თავიანთი მოვალეობის ღირსეულად შესრულებას, როგორ შეაფასებთ ამ ნახევარ საუკუნეზე მეტ პერიოდს? როცა დაიწყეთ, რა იყო, როგორ განვითარდა მოვლენები და სად ვიმყოფებით დღეს?

ზახიდ მადატოვი: საბჭოთა სკოლა, ჩემი განსჯით გეუბნებით, ბევრ რამეს აძლევდა მოზარდებს. არაერთი სწავლული, მასწავლებელი, დამსახურებული მასწავლებელი და ასევე, უამრავი სხვა პროფესიის ადამიანი აღზარდა მაშინდელმა სკოლამ, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ საბჭოთა სისტემა არ იყო მართებულად აგებული, ეს სისტემა, ჩვენ თავად ვგრძნობდით ამას, დაშლისკენ მიდიოდა და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი 1980-იან წლებში იყო. სისტემა ჩვენგან ყველაფერს იღებდა და აქეთ კი არაფერს გვაძლევდა. სახელმწიფო დამუხრუჭებული იყო – თითქოს ყველაფერი იყო, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იყო. სახელმწიფო მოქალაქეს არაფერს აძლევდა და ამიტომაც დაიშალა ის წყობილება და 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარი და უფუნქციო დარჩა, ხალხი გაწამებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ფუნდამენტი არ ჩამოყალიბდა, თუმცა გმირული სულის პედაგოგებმა შეძლეს სკოლების შენარჩუნება, იმ ფონზე, როცა ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილი. ისინი მაინც მოდიოდნენ სკოლაში და ატრებდნენ გაკვეთილებს – უანგაროდ ასწავლიდნენ ბავშვებს და სწორედ ამ გმირული სულის პედაგოგების წყალობით, ათასობით, ათიათასობით ბავშვი არ დარჩა ქუჩაში, ღვთის ანაბარა და მათ მიიღეს სათანადო განათლება და აღსანიშნავია, რომ ამ დროის სკოლადამთავრებულები დღეს პედაგოგებად მუშაობენ სკოლებში. ჩვენ დღეს თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩვენი გზით მივდივართ – თავისუფლების, ბედნიერების, დოვლათის შექმნის გზაზე. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, პედაგოგების მიზანი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რაღაც განათლების სისტემაშიცაა შესაცვლელი, მომავალი თაობის აღზრდის საკითხებშიც.

ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრი უფლება მივეცით ჩვენს ბავშვებს – გაწყრომა არ შეიძლება, შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება, ხმამაღალი სიტყვით მიმართვა არ შეიძლება… მითხარით, როგორ აღვზარდოთ?! ჩვენი თაობის ბავშვები, როცა დირექტორს და მასწავლებლებს ხედავდნენ, კედელს ეკრობოდნენ, იმხელა რიდი და პატივისცემა ჰქონდათ მათი. დღეს მიდიხარ ქუჩაში, გვერდით ბავშვები სიგარეტს ეწევიან, ცუდად იქცევიან, თითქოს ვერც კი ამჩნევენ მასწავლებლებს, არდა, მასწავლებლები ყველაფერს ხედავენ. ჩვენ ხომ ამას ვუყურებთ. ასეთი საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან, ეს ბავშვები ჩვენი მომავალია, ჩვენ წავალთ, 10-15 წლის შემდეგ, ვის უნდა დავუტოვოთ ეს სახელმწიფო? ვის უნდა დავუტოვოთ? მითხარით, ვის უნდა დავუტოვოთ ეს მშვენიერი ქვეყანა?

GUARDIANGE – ყურადღებით გისმენდით. საკმაოდ ემოციურად და გულწრფელად ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი. ეჭვგარეშეა, რომ სერიოზულად და მთელი გულით წუხხართ ამ საკითხებზე და მიიჩნევთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა დისციპლინაა. რამდენად რთულია, დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში დისციპლინის დამყარება ისეთ დიდ სკოლაში, როგორიც თქვენი სკოლაა?

ზახიდ მადატოვი: იცით, რას გეტყვით? დღევანდელ მშობლებს, რომელთა შვილებიც ან გასულ წლებში სწავლობდნენ, ან ახლა სწავლობენ სკოლაში, თავად არ მიუღიათ ღირსეული განათლება და აღზრდა. 90-იან და შემდგომ წლებში ისინი გადაგებულნი იყვნენ ლუკმა-პურის შოვნაზე, და დროც კი არ ჰქონდათ, არც იცოდნენ, როგორ აღეზარდათ თავიანთი შვილები. სამწუხაროდ, პოლიციის და სხვა შესაბამისი უწყებების ჩართვა გვიწევს, რომ ზოგიერთ მშობელს ბავშვები სკოლაში მოვაყვანინოთ. იცით, როგორ სირთულებთანაა ეს დაკავშირებული და რა ნერვების ფასად გვიჯდება? ეს იმის გამო ხდება, რომ თავის დროზე ამ მშობლებმა თავად ვერ მიიღეს განათლება და არ აქვთ იმის აღქმა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება მათი შვილებისთვის.

GUARDIANGE – ბავშვის აღზრდა ოჯახიდან იწყება, გრძელდება საბავშვო ბაღში, შემდეგ სკოლაში. ამაში ერთობლივად უნდა იყოს ჩართული ყველა და განსაკუთრებით სკოლა, სადაც ძირითადად ხდება მოზარდების ფორმირება.

ზახიდ მადატოვი: ერთ რამეს გეტყვით. ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როდესაც დიდი ფილოსოფოსი არისტოტელე მოღვაწეობდა, მოგეხსენებათ ის ანტიკური ეპოქის საყოველთაოდ ცნობილი პედაგოგი და სწავლული იყო, მასთან მშობლებმა 40 დღის ბავშვი მიიყვანეს აღსაზრდელად, იმ დროს ბიჭები სპეციალურ სკოლებში მიჰყავდათ აღსაზრდელად და 18-წლამდე იქ იზრდებოდნენ. მოკლედ, მივიდნენ არისტოტელესთან მშობლები და უთხრეს, რომ გვინდა ჩვენი შვილი თქვენ მოგაბაროთო აღსაზრდელად. არისტოტელემ ჰკითხა მათ, თუ რა ასაკის იყო ბავშვი და როცა გაიგო, რომ 40 დღის, ბრძენმა ფილოსოფოსმა მშობლებს უთხრა – თქვენ დააგვიანეთ მთელი 40 დღით… 40 დღით დააგვიანეთო… ანუ ბავშვის აღზრდა მისი დაბადებიდანვე იწყება. ჩვენთან კი რა ხდება, ხშირად ბავშვები ღვთის ანაბარა იზრდებიან, მერე კი ვამბობთ, რომ საზოგადოებაა დამნაშავე.

GUARDIANGE – თქვენ დღევანდელი სისტემის უარყოფითი მხარეები აღნიშნეთ. შეგიძლიათ ისეთი მიმართულებები გამოყოთ, რაც საბჭოთა პერიოდში არ იყო და ახლა არის?

ზახიდ მადატოვი: პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოება ახალგაზრდაა, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 35-წლიანი ისტორია გვაქვს. მან ჩვენ თავისუფლება მოგვცა. თუკი გაგაჩნია იდეა, უნარი, შეგიძლია მიაღწიო წარმატებას. შეგიძლია გახსნა მაღაზია, ჩვენ აქ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში ვცხოვრობთ და აქ ყველანაირი საშუალებაა განავითარო აგრარული სექტორი, შეგიძლია აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს, ეს კი ბევრ რამეს ნიშნავს. თუ არ არღვევ კანონს, იხდი გადასახადებს, შეგიძლია თავისუფლად აკეთო შენი  ბიზნესი. დღევანდელმა ცხოვრებამ და სახელმწიფომ კომერსანტებს თავისუფლება მიანიჭა, შეუქმნა პირობები, ხოლო როცა ჩემს ახალგაზრდობაში ოჯახი, მშობლები ქმნიდნენ დოვლათს და თავიანთი მოწეული პროდუქტების რეალიზება უნდოდათ, საზღვარზე გვიჭერდნენ, არ გვაძლევდნენ რუსეთში გატანის უფლებას და „სპეკულანტებს“ გვეძახდნენ. რა „სპეკულანტები“ ვიყავით, საკუთარი პროდუქცია გაგვქონდა, ჩვენი ხელებით მოყვანილი პროდუქტები და ამის დღევანდელ დღესთან შედარებისას, როგორ შეიძლება არ ვთქვათ ახლანდელი დროების უპირატესობები – თუნდაც ის, რომ მიწა დღეს ჩვენ გვეკუთვნის, ადრე ხომ ის სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ჩვენ მაშინ სახლმწიფოსთვის ვმუშაობდით და არა ჩვენთვის. ახლა კი, ოღონდ დაამუშავე მიწა, შექმენი დოვლათი, გაიტანე პროდუქტები ბაზარზე. თუნდაც ეს არ არის ამ დროის დიდი დადებითი მხარე?

GUARDIANGE – როცა ამ სკოლაში დაიწყეთ პედაგოგად მუშაობა, რამდენი მოსწავლე ირიცხებოდა მაშინ და როგორია დღევანდელი სურათი? სად განაგრძობენ სწავლას თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები?

ზახიდ მადატოვი: როცა აქ შევუდექი ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას 1280 მოსწავლე გვყავდა. მაშინ მიღებული იყო, რომ სკოლები ჩართული იყვნენ ხორბლის, კარტოფილის, ვენახის მოსავლის დაბინავებაში. ერთ სეზონზე, ჩვენმა სკოლამ 650 ტონა ყურძენი მოკრიფა და ყულარის ქარხანას ჩააბარა. მადლობის სიგელები და პრემია გადმოგვეცა. მახსოვს, 1977 თუ 78 წელს მარნეულის რაიკომის პირველი მდივანი, ბატონი მაღალაშვილი მოვიდა და პირადად გადაგვიხადა მადლობა. მოკლედ მაშინ სისტემაც სხვა იყო, მოსწავლეთა რაოდენობაც. ამჟამად 470 მოსწავლეა ჩვენს სკოლაში, მაგრამ უნდა ითქვას,  რომ ბოლო წლებში, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. ერთი პერიოდი, სადღაც 10 წლის წინ, მხოლოდ 270 მოსწავლე ირიცხებოდა სკოლაში. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფლის მცხოვრებთა ძალიან დიდმა ნაწილმა დატოვა აქაურობა, ზოგი აზერბაიჯანში, ზოგი რუსეთში წავიდა და ამან, ბუნებრივია, გავლენა იქონია დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მაგრამ, ახლა უკან ბრუნდებიან და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. უყურებენ, რომ რასაც იქ გამოიმუშავებენ, ეს აქაც შეუძლიათ, რომ გამოიმუშავონ. ასევე, უნდა ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, განსაკუთრებით შეინიშნება რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანასოფლელების უკან დაბრუნების პროცესი. იმის შიშით, რომ ფრონტის ხაზზე არ წაიყვანონ, რუსეთიდან ოჯახები უკან ბრუნდებიან და იზრდება თანასოფლელების და შესაბამისად, სკოლებში ბავშვების რაოდენობა. იქ არ არის ადრინდელივით კარგი პირობები, ჩვენთან კი ცხოვრება წინ მიდის, ბიუჯეტი იზრდება, დოვლათი იზრდება, მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. წელს, მაგალითად, 26 აბიტურიენტიდან 17-მა საქართველოში, თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა, წინა წლებშიც კარგი მდგომარეობა გვქონდა ამ მხრივ, 12 ან 13 მოსწავლე მაინც ირიცხებოდა ყოველწლიურად თბილისის უნივერსიტეტებში.

GUARDIANGE – როდის დაიწყო ეს პროცესი, თქვენი სკოლის კურსდამთავრებულთა თბილისის უნივერსიტეტებში მასობრივი ჩაბარება?

ზახიდ მადატოვი: ეს პროცესი 2010 წლიდან დაიწყო. ადრე, განსაკუთრებით ჩემს ბავშვობაში ქართულ ენას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ჩემი მოსწავლეობის დროს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ჩვენი ქართული ენის მასწავლებელი, თამარა ამბაკოს ასული ლეჟავა იყო, დღემდე მახსოვს ის. იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, ინვალიდი გახლდათ, ზოგჯერ მოდიოდა, ზოგჯერ ვერ მოდიოდა სკოლაში. დღემდე ვნანობ, რომ იმ დროს არ გამოვიჩინე ქართული ენის სწავლის სურვილი, მაგრამ მაშინ სხვა დრო ოყო. ძირითადად, რუსული ენა იყო დომინანტი. დღეს მდგომარეობა ძირეულადაა შეცვლილი. მაგალითად, ჩემი შვილიშვილები შესანიშნავად ფლობენ ქართულ ენას, მონაწილეობენ სიმპოზიუმებში და ასეთი ახალგაზრდობა, საბედნიეროდ, დღეს მრავლადაა მარნეულის მუნიციპალიტეტში. დიდი იმედით შევყურებთ მათ და გვჯერა, რომ ღირსეულად შეგვცვლიან ჩვენ.

GUARDIANGE – თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებიდან ვინმეს ხომ არ აურჩევია პედაგოგის პროფესია?

ზახიდ მადატოვი: დიახ, არაერთმა აირჩია მასწავლებლის პროფესია, ბოლო წლებში შემოგვემატა 4 ახალი პედაგოგი, რომლებსაც ჩვენი სკოლა აქვთ დამთავრებული, ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, შესანიშავად ფლობენ ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას. საამაყოა, რომ ახალგაზრდები მასწავლებლების პროფესიას ირჩევენ. ერთი საკითხია მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ბოლო წლებში დიდი დეფიციტია მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის მასწავლებლების. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი კადრების აღზრდა, რომ ამ მხრივ წყვეტას არ ჰქონდეს ადგილი. თეორიულ ცოდნასთან აუცილებელია პრაქტიკის გავლა და ბოლო პერიოდში ამ მხრივ დადებითი ტენდენცია წამოვიდა. ბოლო კურსების სტუდენტებს სკოლებში აგზავნიან პრაქტიკის გასავლელად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქედან იწყებს თავისი პროფესიული ცხოვრების პირველ დიდ გაკვეთილს მომავალი მასწავლებელი. პრაქტიკა ყველაზე დიდი უნივერსიტეტია.

დამწყები მასწავლებლებისადმი განსაკუთრებულ თანადგომას გამოვხატავ, ვეხმარები მათ, გაკვეთილებზე მათთან ერთად შევდივარ და რჩევებს ვაძლევ. როგორც გითხარით, ყველაფერი დისციპლინიდან იწყება, რამეთუ თუკი კლასში დისციპლინა არ არსებსობს, იქ სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე საუბარი ზედმეტია.

ერთი საკითხიც მინდა გამოვკვეთო. მიმაჩნია, რომ სკოლებში მხოლოდ პროფესიონალები უნდა ასწავლიდნენ. რამდენი კარგი უნივერსიტეტია და რამდენი კარგი პროფესორი გვყავს. რატომ არ ხსნიან დამატებით ფაკულტეტებს, რომლებიც დაწყებითი კლასების პედაგოგებს მოამზადებენ, დაწყებითი კლასების პედაგოგებს, რომლებიც პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ასწავლიან ბავშვებს. მიმაჩნია, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ერთი პედაგოგი უნდ ასწავლიდეს. დღეს კი დაწყებით კლასებში 4-5 მასწავლებელი შედის, რა აღზრდაზეა აქ საუბარი, რა დისციპლინა იქნება ასეთ კლასებში? რეალურად ხომ უნდა განვსაჯოთ ეს საკითხი.

ასევე, მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტრო შეცდომას უშვებს იმით, რომ მასწავლებელს ორ და მეტ სკოლაში მუშაობის უფლებას აძლევს. მაგალითად, აქ ჩვენს სკოლაში მასწავლებელი ატარებს პირველ სამ გაკვეთილს, 5 წუთით ადრე ტოვებს კლასს, რომ სხვა სკოლაში გაიქცეს და იქ ჩაატაროს გაკვეთილები, იქიდან კი მესამე სკოლაში, მეორე ცვლაში მირბის, ან პირიქით. არადა, ზოგჯერ მასწავლებელი შეიძლება ავად გახდეს, ან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე გაცდენა მოუწუიოს და ამ დროს ჩვენ მისი ჩამნაცვლებლის პრობლემა გვექმნება. ზოგჯერ მე მიწევს გაკვეთილებზე შესვლა, რომ ბავშვები არ მოცდნენ. არის არაერთი მსგავსი საკითხი, რომლის უკეთ გადაწყვეტა შეიძლება.

სკოლა ის დაწესებულებაა, რომელიც ბავშვების მომავალს განსაზღვრავს.  უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რა მიმართულებით წარმართავ სასწავლო პროცესს, როგორ აღზრდი მომავალ თაობას. ჩვენ ყველანი სკოლიდან მოვდივართ, ჩვენც ხომ მასწავლებლები გვასწავლიდნენ… მხოლოდ ჩაცმა-დახურვა, საკვებით უზრუნველყოფა, ეს არაა ბავშვების აღზრდა, მშობლების მეტი ჩართულობაა აუცილებელი – ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, თუ როგორ შვილებს ზრდიან, განათლებულს, წესიერს, თუ ნარკომანსა და კრიმინალს. სამწუხაროდ, მშობლების ერთი კატეგორია არ ინტერესდება ამით და არც სკოლაში უნდათ მოსვლა, დირექციასთან და მასწავლებლებთან სასაუბროდ. ვფიქრობ, თავად სახელმწიფომ უნდა აიყვანოს პირად კონტროლზე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, დაწყებული საბავშო ბაღიდან, დამთავრებული სკოლებით და მეტი უფლებები მისცეს მასწავლებლებს და მეტი ნდობა გამოუცხადოს მათ. მშობელს დღეს შეუძლია იჩივლოს და მისი ჩივილის საფუძველზე გაათავისუფლონ მასწავლებელი. განა, ეს დასაშვებია? ხომ უნდა გაირკვეს პრობლემის რეალური არსი. განა შეიძლება მასწავლებლის უფლებების ასე უაპელაციოდ დარღევა?

ზახიდ მადატოვის ბიოგრაფია

დაიბადა 1951 წლის 1 იანვარს, მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში, პედაგოგის ოჯახში.  მამამისი 60 წელი მუშაობდა მასწავლებლად. 1968 წელს შულავერის რუსული საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა ბაქოში, ლენინის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინსტიტუტში განაგრძო, მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და 1960-1976 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის განათლების მინისტრის, თამარ ლაშქარაშვილის ბრძანების საფუძველზე, შულავერის საშუალო სკოლაში გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო და რაიონულ ღონისძიებებში და ორი წლის შემდეგ, 1976 წელს, ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა აღმზრდელობით დარგში, მალე კი ყულარის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გახდა, სადაც 2 წელი იმუშავა და მაშინდელი მარნეულის რაიონის განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით, 1979 წელს, ისევ შულავერის სკოლაში დააბრუნეს სასწავლო ნაწილის გამგედ. მას შემდეგ, დღემდე, ამ სკოლაში მუშაობს დირექტორის მოადგილედ, 2026 წლის ოქტომბრიდან კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა

GUARDIANGE -ის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლაში

GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნარგიზი ფუტკარაძე
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნარგიზი ფუტკარაძე
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლა

GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და დირექტორი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სპორტის გაკვეთილი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლაში

GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექტორთან
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი მოსწავლეებთან
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი და ბუღალტერი მოსწავლეებთან
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი და ბუღალტერი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე და დირექტორი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზახიდ მადატოვი მოსწავლეებთან
GUARDIANGE -ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები