რომან ზოიძის სახელობის შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორის, შალვა ფუტკარაძის აჭარიდან დაწყებული 43-წლიანი პედაგოგიური გზა: „მასწავლებლებს ვეუბნები, რომ თავად მათი ქცევაა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მოსწავლეთა მართებულად აღზრდის საკითხში“

GUARDIANGE – ბატონმა შალვა ფუტკარაძემ, შუახევის რაიონში, ჭვანის ხეობაში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში დაწყებული პედაგოგიური საქმიანობა, მარეთის ხეობაში, მშობლიურ სოფელ მახალაკიძეებში განაგრძო, 11 წელი ამავე სკოლის დირექტორის თანამდებობაზეც იმსახურა, 2008 წლიდან კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გადავიდა საცხოვრებლად და №1 საჯარო სკოლაში დასაქმდა პედაგოგად, სადაც 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს, ამავე სკოლის დირექტორი გახდა და 9 წელზე მეტია, რაც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უდგას სათავეში, პარალელურად რუსულ ენას და ლიტერატურას ასწავლის.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

43-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, მან არაერთი თაობა აღზარდა, როგორც შუახევის რაიონში, ისე მარნეულის მუნიციპალიტეტში და ამჟამადაც დიდი ენერგიით და შემართებით ემსახურება ქვეყანას.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე

მისთვის, და მთელი სკოლის პედკოლექტივისა და მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებული სიამაყის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლა „შინდისის გმირის“, რომან ზოიძის სახელს ატარებს და ეს მას და მთელ პედაგოგიურ გუნდს გამორჩეულ ვალდებულებას აკისრებს – განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და პატრიოტული სულისკვეთებით მიუდგნენ მომავალი თაობის აღზრდას ისეთ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონსა და სკოლაში, როგორიც შულავერის სკოლაა, სადაც 300-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება და მათგან 85% ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები არიან.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ეზო
რომან ზოიძის მემორიალი სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლაში

როგორც შალვა ფუტკარაძემ GUARDIANGE-ის განუცხადა, 2008 წლიდან დღემდე რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მოქალაქეებში სულ უფრო მეტი ინტერესი არსებობს იმისა, რომ უფრო კარგად დაეუფლონ საქართველოს სახელმწიფო ენას და ამის მიზეზი თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად ქართული ენის საჭიროებაც გახდა.

ბატონი შალვა ფუტკარაძე განსაკუთრებული სიამოვნებით იხსენებს ჭვანის ხეობაში გატარებულ სამ წელს, მისი პედაგოგიური საქმიანობის რთულ, მაგრამ ბედნიერ წლებს და იმის მიუხედავად, რომ უტრანსპორტობის პირობებში, ხშირად ათეულობით კილომეტრის ფეხით გავლა უწევდა, რათა თავისი ვალი პირნათლად მოეხადა ქვეყნის წინაშე, ეს პერიოდი მაინც საუკეთესოდ მიაჩნია თავის 43-წლიან პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

„1978 წელს ჩავირიცხე ბათუმის მაშინდელ სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დასრულების შემდეგ შუახევის რაიონში, ჭვანას ხეობაში გამანაწილეს მასწავლებლად. მაშინ განაწილებით ხდებოდა დასაქმება. ძნელი პერიოდი იყო, მაგრამ მთელი გულით და სულით ვიყავი ჩართული მოსწავლეთა აღზრდაში. ახლა, როცა იმ პერიოდის მოსწავლეები მხვდებიან და მცნობენ, სიამაყე მეუფლება, 43 წელია მასწავლებელი ვარ და იმ დროიდან, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის საწყისი პერიოდიდან, ანუ როცა ჭვანაში ვმუშაობდი, უკვე 40 წელზე მეტი გავიდა და წარმოიდგინეთ, მაშინდელი ჩემი მოსწავლეები როდესაც მხვდებიან, რამხელა სიხარულის მომნიჭებელია ეს.

„ჩემი იქ მუშაობის პერიოდში არც ავტობუსი იყო, არც სხვა სატრანსპორტო საშუალება, ხშირად ფეხით მიწევდა მრავალი კილომეტრის გავლა, მაშინ 6-დღიანი სწავლება იყო და ერთი კვირა სოფელში ვრჩებოდი, 36 საათი მქონდა, 12 წელი გერმანულ ენას ვასწავლიდი რუსულთან ერთად, სახლმწიფო გამოცდა მაქვს ჩაბარებული გერმანულ ენაში. მოგეხსენებათ, იმ დროს საშუალო სკოლებში ინგლისურის ნაცვლად გერმანული ენა ისწავლებოდა და 12 წელი გერმანულიც ვასწავლე ბავშვებს. ახლა ცოტა უკვე მავიწყდება, მაგრამ მაინც ვიხსენებ, ვიმეორებ ხოლმე რაღაცებს, ანდა თუკი ტურისტებს წავაწყდები, მათ ვესაუბრები. ერთხელ ჩვენს სკოლაში შემოვიდნენ ჰოლანდიელი ტურისტები, რომელთაც გერმანულად ვესაუბრე, კარგად იცოდნენ გერმანული და ბავშვები გაკვირვებული დარჩნენ – „შალვა მასწავლებელო, რა ენაზე ელაპარაკებითო“… მოკლედ, გავიხსენე ჩემი ძველი ენაც…

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე

„კი, ძალიან ძნელი იყო ჭვანას ხეობაში მუშაობა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდული ენერგიით, შემართებით, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ თავის დროზე მივსულიყავით სკოლაში და ჩვენი მოვალეობა პირნათლად შეგვესრულებინა მომავალი თაობის წინაშე. სამი წლის შემდეგ ჩემს მშობლიურ სოფელში, მახალაკიძეებში, გადავედი, მარეთის ხეობას ვეძახით იმ ადგილს, მდინარე ჩირუხისწყალი ჩამოდის და მის გვერდზე იყო სკოლა. იქაც დიდი ენთუზიაზმით განვაგრძე მასწავლებლად მუშაობა, შემდეგ კი 11 წელი დირექტორის თანამდებობაზე მომიწია ყოფნა. სკოლის მშენებლობაც დავიწყე იქ. მაშინ არ იყო ამდენი საშუალება, მაგრამ, რახან მთიანი აჭარაა, ნაძვის ხეები ბლომადაა, მოვიტანეთ მასალა, დავიწყეთ სკოლის აშენება და ამჟამად ორსართულიანი სკოლაა სოფელ მახალაკიძეებში, მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა, რომ მხოლოდ 15 მოსწავლეა ახლა ამ სკოლაში, სადაც დირექტორი ჩემი ყოფილი მოსწავლეა.

„მიგრაციას ადრეც ჰქონდა ადგილი მთიან აჭარაში, მაგრამ საბწოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი გადავიდა ბათუმში თუ სხვაგან საცხოვრებლად და ბუნებრივია, სოფლების დაცლა პირდაპირპროპრციულად აისახება სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაზე.

„ეს სოფელი თავიდანვე პატარა იყო, ჩემს დროსაც სოფელში 105 კომლი ცხოვრობდა, მაგრამ სკოლაში 100-ზე ნაკლები ბავშვი არ გვყოლია. მაშინ მაინც გაცილებით ნაკლები იყო მიგრაცია და ადგილზე იყო დამკვიდრებული ხალხი.

„შულავერში 2007 წელს გადმოვედი საცხოვრებლად, იქ ჩემი მოსწავლეა ამჟამად რუსულის მასწავლებელი, ჩემი ყოფილი მოსწავლე კი დირექტორი, როგორც უკვე გითხარით, ჯუმბერ ფუტკარაძე, ენერგიული კაცია და მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან არის შემცირებული, ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს სკოლის სახელოვანი ტრადიციები.

„2008 წლამდე, როცა მე უკვე შულავერში გადმოვედი საცხოვრებლად და ამ საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, შულავერის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ქალბატონი ნანა პაკელიანი მუშაობდა, ამჟამად იგი ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორია. ქალბატონი ნანას შემდეგ, 2008 წელს შულავერის სკოლის დირექტორად შოთა ცეცხლაძე დაინიშნა და პრაქტიკულად, მეც მაშინ მოვედი ამ სკოლაში მასწავლებლად. გვერდში ვედექი ბატონ შოთას, ბევრი რამ გაკეთდა, სწორედ მაშინ გავამწვანეთ სკოლის ეზოს დიდი ნაწილი. 2018 წელს უკვე მე დავინიშნე სკოლის დირექტორად და რაც შემიძლია, ჩემი მთელი ენერგიით, შემართებით ვაკეთებ საქმეს, სანამ შემეძლება ასეთი მიდგომით ვიმუშავებ, რომ კვალავაც გავზარდოთ კარგი მომავალი თაობა.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„რაც შეეხება სკოლის ინფრასტრუქტურას, რამდენადაც შეგვიძლია, ჩვენი ხარჯებით, ყოველწლიურად ვაკეთებთ მცირე-მცირე რაღაცებს. ინვენტარის პრობლემა არ გვაქვს. მოწესრიგებულია სამედიცინო ოთახი, ბუფეტი, სპორტული დარბაზი.

„აღსანიშნავია, რომ გვყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მარეთი“, რომელიც უკვე ძალიან ცნობილია საქართველოში და არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული საზღვარაგრეთაც. ამ ანსამბლში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელებიც, სომხებიც არიან ჩართული. ძალიან კარგი სპეციალისტი გვყავს, მეზობელი სოფლიდან, საიმერლოდან, გიორგი სადღომელაშვილი, ახალგაზრდობაში ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო და ახლა ამ „მარეთს“ უდგას სათავეში. აზერბაიჯანელები და სომხები ისე კარგად არიან ჩართული ამ ანსამბლში, რომ ვერც კი მიხვდებით, რომ ისინი სხვა ეროვნების არიან. რაც შეგვიძლია ვეხმარებით, ჩვენი მხრიდან, სპორტულ დარბაზსაც იყენებენ. ანსამბლს ჩვენი ხეობის, მარეთის პატივსაცემად დავარქვით „მარეთი“ და გვახარებს, რომ ის ინტერნაციონალურია თავისი შემადგენლობით“, – უთხრა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, შალვა ფუტკარაძემ.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ნული კლასის მოსწავლეები

დირექტორის თქმით, შულავერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 85%-ს აზერბაიჯანელები და სომხები შეადგენენ და ისინი ქართველებთან ერთად სწავლობენ.

„ეს სკოლა 1989 წელს გაიხსნა, მანამდე აქ ბავშვთა ბაღი იყო, მეორე კორპუსც იდგა, რომელიც დაშალეს და წაიღეს, რადგან უპირატესობა სკოლის გახსნას მიენიჭა. იმ პერიოდში აზერბაიჯანელების და სომხების მხრიდან დაინტერესება ძალზე ცოტა იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მდგომარეობა შეიცვალა და გააცნობიერეს, რომ თუ საქართველოში უნდათ ცხოვრება, აუცილებელია იცოდნენ ქართული ენა, ქართული წერა-კითხვა და ამან განაპირობა ის, რომ მოსწავლეთა 85% აზერბაიჯანელები და სომხები არიან. ძალიან შრომატევადი სამუშაო აქვთ მასწავლებლებს. დასვენების პერიოდში, თუ მე ან სხვა მასწავლებლებს დაინახავენ, ქართულად იწყებენ საუბარს, თუ არადა მაინც მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგი ამისა, მაგრამ უმჯობესია ქართულად ისაუბრონ, რათა უკეთ ისწავლონ სახელმწიფო ენა. რაც უფრო ხშირად და რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ქართულად, მით უფრო კარგად ისწავლიან სახელმწიფო ენას. ახალი კანონის მიხედვით, ადგილმდებარეობის შესაბამისად უნდა იყვნენ ბავშვები სკოლაში ჩარიცხული და ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ ისინი. მთავარია ამის საშუალება გვქონდეს. სამწუხაროდ, სკოლის დღევანდელი ფართი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა მსურველი დავაკმაყოფილოთ. ზოგიერთი კლასი, მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, გაყოფილია „ა“ და „ბ“ კლასებად, მაგრამ ყველა კლასში არ ხერხდება ეს, ფართის სივიწროვის გამო და მშობლებთან ამაზე სულ ახსნა-განმარტების მიცემა გვიწევს. მათ უნდათ, რომ ქართულ სკოლაში მიიყვანონ თავიანთი შვილები, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს ადგილი, რომ დამატებით მერხები ჩავდგათ“, – განაცხადა დირექტორმა.

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე – „რომელი პერიოდიდან იკვეთება ეთნიკურად აზერბაიჯანელი ეროვნების მშობლების მხრიდან ქართულ სკოლაში ბავშვების მიყვანის მზარდი ტენდენცია? – ბატონი შალვა პასუხობს, რომ შულავერში ეს ძირითადად 2008 წლიდან იღებს სათავეს.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„2008-2012 წლებიდან სკოლის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში და ძველი აგარაკის ტერიტორიაზე ყოველწლიურად იზრდება აზერბაიჯენელების რაოდენობა, ყიდულობენ ბინებს და სახლებს და შესაბამისად, მშობლებს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან ახლოს სურთ ბავშვების მიყვანა სკოლაში, თან ამას ემატება ისიც, რომ მათ უკვე სურთ სახელმწიფო ენის ცონდა, რადგან ამის გარდაუვალი საჭიროებაა. მაგალითად, გასულ წელს, საკლასო ოთახი იძლეოდა საშუალებას და 25 პირველკლასელი მივიღეთ, მაგრამ 2026-2027 სასწავლო წელს, დიდი სურვილის მიუხედავად, მხოლოდ 17-ის აყვანა შევძელით, რადგან პატარა მოცულობის კლასია და მეტი ბავშვის ნორმალურად დატევა იქ შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, უკვე არაქართულენოვან საჯარო სკოლებში გაიხსნა ქართული სექტორები, რაც მომავალ წლებში, ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეცვლის მდგომარეობას სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით. მე თავად სადაც ვცხოვრობ, აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების ადამიანებიც მყავს სამეზობლოდ, ქართულად მესალმებიან, მომიკთხავენ, ეს წინსვლა არის.

„სკოლაშიც, მკაფიოდ ვუხსნით ბავშვებს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ენის ცოდნა მათთვის. მე-11 კლასში ისეთი გოგონები გვყავს, ვერც კი მიხვდებით, რომ აზერბაიჯანელები არიან. ნამდვილად აქვთ ქართული ენის შესწავლის სურვილი და წლების შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი მშობლიური ენა დაივიწყონ, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოში ქართული ენა ყველა ეროვნების ადამიანმა უნდა იცოდეს.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„18 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ და რაიმე კონფლიქტი ეთნიკურ, რელიგიურ ნიადაგზე არ მახსოვს და არც კი გამიგია. შეიძლება მხოლოდ რაღაც ბავშვური კონფლიქტი წამოჭრილიყო და საბედნიეროდ, ისიც მსუბუქ ფორმაში და არა ეროვნული ან რელიგიური ნიშნით, რომ ვიღაც აზერბაიჯანელია, ქართველია, ან სომეხია“, – განაცხადა შალვა ფუტკარაძემ.

დირექტორის ინფორმაციით, რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

„მაგალითად, წელს 12 კურსდამთავრებულიდან უმრავლესობა, 8 აბიტურიენტი, მათ შორის აზერბაიჯანელები, თბილისის უნივერსიტეტებში ჩაირიცხა. ჩვენი ყოფილი მოსწავლეები სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის პოლიციაში, ბანკებში არიან დასაქმებული. მაგრამ განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია, რომ შულავერის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, ცოტნე ფუტკარაძე, ჩვენთან ისტორიის მასწავლებლად მოვიდა, ამავე დროს სპორტსაც ასწავლის.

არადა, წელს, როგორც გითხარით, 8 მოსწავლემ ჩააბარა უმაღლესში და არც ერთს არ აურჩევია პედაგოგიური მიმართულება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მჯერა, რომ ამ პროფესიისადმი პატივისცემა უფრო მოიმატებს. სკოლიდან მოდის ექიმიც, ინჟინერიც და ყველა სხვა პროფესიის ადმიანი. მასწავლებლის პროფესია წარსულშიც პატივსაცემი იყო, ახლაც პატივისცემას იმსახურებს და მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა დაფასდეს.  ჩვენს სკოლაში ამჟამად 27 მასწავლებელია, უმეტესობა ადგილობრივი და ყველა პირნათლად ემსახურება მოსწავლეთა აღზრდის საქმეს და საკმაოდ კმაყოფილი ვარ მათით.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები

„პირველი, ყველაზე მთავარი რაცაა, ეს არის ოჯახებთან, მშობლებთან ურთიერთობა. ამისკენ მოვუწოდებ მასწავლებლებს და ამასვე ვაკეთებ თავადაც. ვუხსნით, მშობლებს, რაც არ ჯდება სკოლის შინაგანაწესში, რომ რაღაც უმჯობესია სხვაგვარად გაკეთდეს, მაგრამ ცოტა არ იყოს რთულია აზერბაიჯანელი მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა ენობრივი ბარიერის გამო, რადგან მათ არ იციან ქართული და ისევ ის ბავშვები გვიწევენ თარჯიმნობას, რომლებიც კარგად სწავლობენ. აგერ, თქვენც მოწმე გახდით იმისა, რომ მშობელი მოსული იყო და ვერ გავიგე, რა უნდოდა, ვერც რუსულად, ვერც ქართულად ვერაფერი მივახვედრე. ასევე, მნიშვნელოვანია კლასის დამრიგებელთა როლის გაძლიერება. ხშირად ვეუბნები მასწავლებლებს, რომ თავად მათი ქცევა, მოსწავლეთა მართებულად აღზრდის საკითხში, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, თუ როგორ მოიქცევიან ბავშვები, რადგან სწორედ მასწავლებლის ქცევითი ნორმები და არა შეგონებები ახდენს მოსწავლეებზე განსაკუთრებულ გავლენას და დროთა განმავლობაში, როცა ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ბავშვებსაც უფრო კარგად მოქცევის სურვილი უჩნდებათ“, – განუცხადა GUARDIANGE-ის სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, შალვა ფუტკარაძემ.

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლა
„შინდისის გმირის“ რომან ზოიძის მემორიალი სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლაში
„შინდისის გმირის“ რომან ზოიძის მემორიალი სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლაში
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ჟუჟუნა თურმანიძე
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ბუფეტი
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ნული კლასის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ნული კლასის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ნული კლასის მოსწავლეები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის ნული კლასის მოსწავლეები
რუსული ენის საგაკვეთილო პროცესი სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მესამე კლასში

სამედიცინო ოთახი სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლაში
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები