შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნა რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს.
„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

