სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო.

სასწავლო პროცესის დაწყების პირველ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მარიამ ტაბატაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმა, ავთანდილ მიქანაძემ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

2026 წელს პირველად ამოქმედებულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ხარისხის განათლება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალისგან მიიღონ.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებასაც.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი მიენიჭებათ.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები