საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იუნესკო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იუნესკო-სთან პარტნიორობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვის საქმეში.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ იუნესკო-ს გენერალური დირექტორი საქართველოში ვიზიტად მოიწვია.

