ირაკლი კობახიძე: იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან განვიხილეთ მრავალწლიანი თანამშრომლობა, ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა.

„მოხარული ვარ იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრით.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები