მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერის მოვალეობებს შეითავსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით,  ეს დაეხმარება მარიამ ქვრივიშვილს კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის მეტად გაძლიერებაში.

„მინდა, მოგახსენოთ ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე. ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები