ვანში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და მერის მოადგილეებთან გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელები.

სოფელ ბზვანის ეკლესიის წიამძღვარმა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბეჟან სურგულაძის პანაშვიდი გადაიხადა.

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები