სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით მუმლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ სამველ მანუკიანთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან მელქონ მაკარიანთან, მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მურჯახეთში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 2,7 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობები და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

