„ნინოწმინდობა 2026“-ის ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილეებთან — დავით მუმლაძესთან და ვახტანგ მერაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან — სუმბატ კიურეღიანთან და სამველ მანუკიანთან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერ ანივარდ მოსოიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანთან ერთად, „ნინოწმინდობა 2026“-ის ღონისძიებას დაესწრო.

ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრებისა და მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თეატრალიზებული მსვლელობა და სხვადასხვა წარმოდგენა. პატარებისთვის მოეწყო შემოქმედებითი სივრცე, ასევე ფოტოკუთხეები, კვებისა და დასასვენებელი ზონები.

დღესასწაული ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ვრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები