გოგი აბუაშვილმა, პირადი განცხადების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, – ნათქვამია გოგი აბუაშვილის განცხადების ტექსტში.
გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა.
უფრო ადრე, 14 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა ასევე, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებულმა პაატა კუნჭულიამ.

