ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი დაესწრო.

საბავშვო ბაღი სოფლის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. კეთილმოწყობილი სივრცე ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და დრო სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოში გაატარონ.

საბავშვო ბაღის გახსნა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც გააგრძელებს სკოლამდელი დაწესებულებების განვითარებასა და ბავშვებისთვის შესაბამისი, თანამედროვე გარემოს შექმნაზე ზრუნვას.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები