ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს არმენ ბდოიანთან ერთად, სოფელ განძაში სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 1 კილომეტრი და 57 მეტრი გზის ასფალტირება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

