ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა საბა სამსონიძემ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თერეზა ჩივჩიანმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

მათ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვეს. მერიის სახელით კი პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქარი — ინტეგრირებული სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ წიგნი-რვეულის თარგმნილი და ადაპტირებული ვერსია სპეციალურად აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ოჯახებისთვის, პროექტის „სახელმწიფო ენა — პერსპექტივა ყველასათვის“ ფარგლებში შეიქმნა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 582 პირველკლასელმა დაიწყო.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები