იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო,

გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს სკოლის ზღურბლს პირველად გადააბიჯებენ. მათთვის ეს დღე ახალი და საინტერესო ცხოვრების დასაწყისია. წელს პირველი კლასის მოსწავლეები სკოლაში ახალ სასკოლო ფორმებით შეხვდებიან, რაც ახალი სასწავლო წლიდან განათლების სისტემაში დანერგილი მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თანაბარი და ღირსეული სასკოლო გარემოს შექმნისკენ. ვუსურვებ ჩვენს პირველკლასელებს ცოდნისა და აღმოჩენების გზაზე უამრავ წარმატებას, სიხარულსა და დაუვიწყარ სასკოლო დღეებს.

ვულოცავ ყველა მოსწავლესა და სტუდენტს — ჩვენს მომავალ თაობას და ქვეყნის მომავალს. წინ გელით გრძელი და საინტერესო გზა, ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეძენა. ჩვენს ქვეყანას განათლებული, ძლიერი და ღირსეული ახალგაზრდები სჭირდება — თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, ახალ მიღწევებს, წარმატებებსა და ბევრ სასიამოვნო დღეს“, – ნათქვამია იოსებ ალიბეგაშვილის მილოცვის განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები