სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, სუმბატ კიურეღიანთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებული გამოწვევების დროული გადაჭრის გზებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიან და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით მუმლაძე, სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვან აროიანი, ასევე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

