სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები და არსებული გამოწვევების დროული გადაჭრის გზები. ასევე, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ამ ეტაპზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით მუმლაძე, სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ასევე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

