სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დავით მუმლაძე დაინიშნა.
მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. დავით მუმლაძე სხვადასხვა დროს საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, კერძო სექტორსა და ტურიზმის სფეროში.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს:
2020 წლიდან დღემდე: სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
2018–2020 წლები: კერძო დაცვის კომპანია „ინტერ სექურითი ჯორჯია“ — რეგიონული ხელმძღვანელი.
2017–2018 წლები: შპს ATM „ანბანის კოშკის მენეჯმენტი“ — გენერალური მენეჯერი.
2015–2017 წლები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
2014–2015 წლები: შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველო — დაბა აბასთუმნის პოლიციის განყოფილების უფროსი.
2014 წელი: შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს რეგიონის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2013–2014 წლები: შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების განყოფილების უფროსი.
2011–2012 წლები: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს №2 სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.
2010–2011 წლები: სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო -ოფიცერი.
2008–2009 წლები: სსიპ დაცვის პოლიცია — სამხედრო სავალდებულო სამსახური.
განათლება: 2003–2007 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალი სამართლის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

