ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში შიდა სასოფლო გზა და აზავრეთი-ბურნაშეთის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ. მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შიდა სასოფლო გზასთან ერთად, აზავრეთი-ბურნაშეთის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ. მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება.

სამუშაოები ითვალისწინება ასფალტის საფარის, საგზაო ნიშნებისა და წყალარინების სისტემის მოწყობას.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 624 700 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები