ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანაში ასფალტის საფარი მოეწყობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანაში სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს სოფელ ქარცეფის გზატკეცილიდან სოფელ აზმანამდე საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი და წყალარინების სისტემა.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება კი 845 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები