[ვიდეო] ეკა კუპატაძე: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა მინდა იცოდეს, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით

„თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა მინდა იცოდეს, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი უნდა ვიყო მე, მათ გვერდით. საზგადოების თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი შეუძლია ხალხის ძალას, – განუცხადა ჟურნალისტებს 2025 წელს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძე პროკურატურასთან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს.

„ჩვენ არ დაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, ნიკო… არ ჩამოვთვლი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწისქვეშ ამოგვიფინონ. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე.

„ახლა მე გავესაუბრე თამარის მშობლებს და ასე ვიცოდი ისედაც, რომ თვითმკვლელობით დაიხურა საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანა ხომ დასჯადია? ვინ და რამ აიძულა ეს ტვინით გამოტენილი და მომავლის იმედით მცხოვრები გოგონა თვითმკვლელობამდე რომ მისულიყო? თუკი მართლა ასე მოხდა, რა ჯოჯოხეთი ჰქონდა მას სიცოცხლის ბოლო დღეებში, ბოლო წუთებში, არ ვიცი…“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები