ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს არმენ ბდოიანთან ერთად, სოფელ დიდ გონდრიოში სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ დიდ გონდრიოში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 1 კილომეტრი და 570 მეტრი გზის ასფალტირება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

