სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.

