ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანი, კულტურის სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ თორიაში ახალი სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
სპორტული დარბაზი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 397 442 ლარი შეადგინა.
სპორტული დარბაზი სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და მზად იქნება სათემო სპორტული აქტივობებისთვის.
ინიციატივის მიზანია სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ საზოგადოებაში.
ინფორმაციას და ფოტომასალას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.



