„მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო!
საქართველოსთვი თქვენზე ნალები მებრძოლის დედა ვატირე!
ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა!
არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!
სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდიდის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.


