ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი აკაკი მელიქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში გამართულ, კრივის მუნიციპალურ ჩემპიონატს დაესწრნენ.
სპორტული მარათონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ორი დღე მიმდინარეობდა და მასში 300 სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიების მიზანი გახლდათ, მუნიციპალიტეტში კრივის ტრადიციების აღორძინება და პოპულარიზაცია, საბრძოლო ოსტატობის ამაღლება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით, სიმბოლური პრიზებითა და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

